შიდა ქართლში საარჩევნო პროცესი ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რეგიონში სულ 4 საარჩევნო ოლქი და 234 უბანია გახსნილი.
“შვიდ საათზე გაიხსნა უბანი. ყველა კომისიის წევრი იყო ადგილზე. საკონტროლო ფურცელი უკვე ჩავარდნილია. არჩევნების მსვლელობა უკვე დაიწყო,“-განაცხადა ერთ-ერთი უბნის წარმომადგენელმა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 236 ათასს აჭარბებს.