„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილ პირველ დარღვევებზე საუბრობს. ანა ნაცვლიშვილის თქმით ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორცილებას. კერძოდ, კონკრეტული ადამიანები დგანან რეგისტრატორების უკან, ისინი არიან „ქართული ოცნების,“ მემარცხენე ალიანსის ან სადამკვირვებლო ორგანიზაციის ახალი სიტყვის წარმომადგენლები და ინიშნავენ ყველას ვინც ხმას აძლევს. მათ სარეგისტრაციო ნომერს, ვინაობას და ა.შ.
„აღნიშნული ფაქტები ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც საია-ს კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდეს, რომ იგეგმებოდა მსგავსი ფორმით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორციელება,“- განაცხადა საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.
გარდა ამისა საიას ინფორმაციით დაფიქსირდა ხმის მიცემის ფაქტები არასათანადო დოკუმენტაციის გამოყენებით. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით ადგილი ჰქონდა სამ შემთხვევაში უბნის დაგვიანებით გახსნის ფაქტსაც.