მარნეულში საარჩევნო პროცესი ინციდენტებით დაიწყო. # 26 საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამკვირვებელი არ შეუშვეს და მას წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ინციდენტი მალევე ამოიწურა და ამ ეტაპისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე 8:10 საათზე მივიდა.
ამ ეტაპზე საოლქო კომისიის წარმომადგენლების ინფორმაციით არც ერთი საჩივარი არ არის შესული.