18 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
"არჩევნები თბილისში უპრეცედენტო დარღვევებით მიმდინარეობს"-ლევან ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე დაფიქსირებულ პირველ დარღვევებზე საუბრობს. როგორც ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, დედაქალაქში ხმის მიცემის პროცესი უპრეცედენტო დარღვევებით მიმდინარეობს. მისი თქმით საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც აღრიცხავენ ყველა ამომრჩეველს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით მიზანი არის ის, რომ მოხდეს ზეწოლა ადმინისტრაციულ რესურსზე და აღრიცხვა გააკეთონ ვინ გამოცხადდა უბანზე და ვინ არა.

„ეს არის არჩევნების ფარულობის პრინციპის უხეში დარღვევა ამიტომ ამ წუთამდე ველოდებით  ცესკო-ს თავმჯდომარისგან კონკრეტულ განცხადებას ამ ფაქტთან დაკავშირებით,“-განაცხადა  ლევან ბეჟაშვილმა.

კიდევ ერთი დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით დაფიქსირდა დუშეთის #13 უბანზე ამ წუთამდე არ არის შესული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო ბიულეტენები და პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.

„ეს არის არჩევნების ბათილობის საფუძველია ამ უბანში,“-განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე ინფორმაციით ბოლნისში #20 უბანზე თავდასხმა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" საუბნო კომისიის წევრებზე, რომლებმაც მიუთითა კომისიის სხვა წევრებს, რომ არ მოეხდინათ აგიტაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

„მოხდა მისი ცემა,“-განაცხდაა ბეჯაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები