18 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
"დაფიქსირდა მცირე დარღვევები"-"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”

არასამთავრობო ორგანიზაცია ”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” ინფორმაციით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირებული არ არის.

„არ დაფიქსირებულა არც ერთი სერიოზული ტიპის დარღვევა. აღნიშნა ძალიან მცირე ერთეული პროცედურული დარღვევები, რომლებიც ძირითადად იყო დაკავშირებული  საქაღალდო ფურცლის შევსებასთან,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელმა  დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ.

მისივე თქმით სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არანაირი პრობლემა საარჩევნო უბნებზე შესვლის დროს არ შექმნიათ. 

დღის ამბები