18 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
კრწანისის მესამე საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანი 20 წუთის დაგვიანებით მივიდა

დარღვევა დაფიქსირდა  კრწანისის საარჩევნო ოლქის მესამე უბანზე. კომისიის მდივანი უბანზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით მივიდა, ხოლო პირველმა ამომრჩეველმა ხმა ისე მისცა, რომ მის ბიულეტენზე მდივანს ხელი არ მოუწია. საარჩევნო ყუთში არ ეგდო არც საკონტროლო ფურცელი.

„მდივანმა დაიგვიანა სადღაც 20 წუთი, გაიხსნა ცოტა დაგვიანებით საარჩევნო უბანი. პირველი ამომრჩეველი როდესაც მოვიდა მდივანთან არ მისულა და საკონტროლო ფურცელი არ იყო ჩაგდებული,“-აცხადებს უბნის წარმომადგენელი.

უბნის კომისიის თავმჯდომარემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

დღის ამბები