18 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
"კურიერის" ჟურნალისტმა ის პირები გადაიღო, რომლებიც უბნებზე სავარაუდოდ ამომრჩევლის ნების კონტროლს ეწევიან

საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი პირები, რომლებიც ამომრჩეველთა ვინაობას ინიშნავენ არ საუბრობენ რომელ პარტიას წარმოადგენენ და რა მიზნით აკეთებენ ჩანაწერებს.

როგორც დღეს სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლემა ასევე "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, 10-ობით საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საარჩევნო სიაში კონკრეტული ადამიანების პირად მონაცემებს ინიშნავენ. გაკეთდა განცხადებები იმის თაობაზეც, რომ მმართველი გუნდი ამ ფორმით ამომრჩევლის ნების კონტროლს ახდენს.

მსგავსი შემთხვევა "კურიერმა" ჩუღურეთის #7-ე ოლქის #18-ე საარჩევნო უბანზეც გადაიღო.

თავად ის პირები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან და ჩანაწერებს აკეთებენ ამომრჩევლის სარეგისტრაციო ნომრების, "კურიერის" კამერასთან არ საუბრობენ და ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები