18 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ჩუღურეთის #18 უბანზე "ედისონ რისერჩისა" და "გორბის" წარმომადგენლები არ შეუშვეს

"ედისონ რისერჩისა" და "გორბის" წარმომადგენლებს, რომლებიც  ეგზიტპოლებთან დაკავშირებით სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებდნენ  ჩუღურეთის #7-ე ოლქის #18-ე საარჩევნო უბანზე პრობლემები შეექმნათ.

„გვიშლიდნენ ხელს მუშაობაში. ვერ იგებდნენ რა იყო ეს ეგზიტპოლი, ვინ ვიყავით და გვთხოვდნენ უბნები დაგვეტოვებინა,“-განაცხადა საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრ ”გორბის” წარმომადგენელმა თამილა ირემაძემ.


ედისონ რისერჩის” წარმომადგენელი ამბობს, რომ საარჩევნო უბნის წარმომადგენლები საკმაოდ აგრესიულები იყვნენ.

„იყო შეხლა-შემოხლა და შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი მოვიდა და შემდეგ ყველაფერი დალაგდა,“-განაცხადა ”ედისონ რისერჩის” წარმომადგენელმა იუსტინა ბერიძემ. 

 

დღის ამბები