18 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" ამ დროისთვის 200-ზე მეტი საჩივარი აქვს დაწერილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით არჩევნები მიმდინარეობს მძიმე დარღვევების ფონზე.

„ჩვენი პარტიის მიერ შეტანილია მხოლოდ თბილისში 100-ზე მეტი საჩივარი. საქართველოს მასშტაბით შეტანილია 200 საჩივარზე მეტი და საჩივრების რაოდენობა მატულობს ყოველწუთიერად,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით მთავარი დარღვევა ამ ეტაპისთვის არის ის, რომ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები დგანან რეგისტრატორის მაგიდის უკან და აღრიცხავენ ამომრჩეველს.

მისივე თქმით უკვე ერთი საათია ამ ფაქტებზე მიმდინარეობს საუბარი, თუმცა ცესკო-ს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს მივიდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოითხოვონ პასუხი.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მთავარ პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა ეს არის მიწერების საკითხი, როდესაც ამა თუ იმ მისამართზე არიან ჩაწერილი ისეთი ადამიანები, რომელსაც მესაკუთრეები საერთოდ არ იცნობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები