ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საარჩევნო უბნებზე დგანან და მმართველი პარტიის აგიტაციას ეწევიან. საარჩევნო უბნებზე მყოფმა ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლებმა ტერიტორია „კურიერის“ კამერის გამოჩენისთანავე დატოვეს.
უბნების თავმჯდომარეები ამბობენ, რომ საარჩევნო უბანზე არის სიმშვიდე და რა ხდება მის გარეთ არ იციან და მათ ამის გაკონტროლება არ ევალებათ.
მმართველი გუნდის სასარგებლოდ აგიტაციის შემთხვევები ქუთაისში #123-ე, #115-ე და #117-ე საარჩევნო უბანებთან დაფიქსირდა.