ფოთში არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. 32-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. ფოთში სულ 41 233 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საოლქო კომისიის ინფორმაციით ფოთში მაღალი აქტივობა ფიქსირდება. ამასთან, დარღვევების შესახებ საოლქო კომისიაში შეტყობინება არ არის შესული.
„7 საათზე გაიხსნა ყველა უბანი. შეფერხება არსად არ ყოფილა. დილიდან ამომრჩეველი ძალიან აქტიური იყო,“-განაცხადა ფოთის #70 საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარემ სალომე როდონაიამ.მერობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის.
ფოთში საკრებულო 25 დეპუტატის შემადგენლობით უნდა აირჩიონ.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.