ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ, ისინი განმარტებებს ითხოვენ, არის თუ არა ამომრჩევლის ნების კონტროლი, აღრიცხვა, რომელიც დღეს დილიდან საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით ამასთან დაკავშირებით პარტიამ განცხადება დილის 11:00 საათზე გააკეთა თუმცა ცესკო-ს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მისი თქმით ეს არის წახალისება იმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბოს არჩევნები.
„ქართული ოცნება“ აღრიცხავს იმას ვინ მივიდა და არ მივიდა არჩევნებზე. ეს არის ამომრჩევლის ნებაზე პირდაპირი ზეგავლენა. ეს არის არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი. ეს არის ის მიზეზი რის გამოც საბავშვო ბაღის გამგეები, სკოლის დირექტორები და სხვა ადმინისტრაციული და საჯარო მოხელეები ადგენდნენ იმ სიებს, რომლის შესახებაც არჩევნების წინა კვირაში მაყურებელმა და საზოგადოებამ შეიტყო,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მისივე თქმით ინსტრუქცია იყო გაცემული, რომ საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულიყვნენ 12:00-დან 13:00 საათამდე.