„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ირმა ინაშვილმა ხმა ვაკეში #49 საარჩევნო უბანზე მისცა. ირმა ინაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას , რომ თავი შეიკავოს ისეთი ინციდენტების გამეორებისგან ,როგორიც იყო საგარეჯოში წინა არჩევნების დროს.
"შევისწავლე არჩევნების სტრუქტურა როგორ არის. როგორც წესი ამ დროს არაფერი არ ხდება ხოლმე. ყველაფერი მიდის მშვიდად, წყნარად და ძალიან ჰარმონიულად. მანიპულაცია არჩევნებში ხდება სულ სხვაგან, სხვა ადგილზე და მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას , იმ ადამიანებს რომლებიც საარჩევნო პროცესს წარმართავენ ეს იყოს არჩევნები, სადაც არ მოხდება იმ მეთოდოლოგიის გამოყენება, რასაც იყენებდით საგარეჯოში ,რასაც იყენებდით წინა არჩევნების დროს,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.