ზაალ უდუმაშვილი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი აცხადებს, ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას. ზაალ უდუმაშვილის თქმით სწორედ ამიტომ ხელისუფლება გაათმაგებული ძალებით შეეცდება რამენაირად ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების პროცესზე და ეს უკავშირდება პირველ რიგში არჩევნების გაყალბებას.
„გაყალბების საწინააღმდეგო წამალი არის ამომრჩევლის აქტიურობა, რაც მეტი ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანთან მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ არჩევნები გაყალბდეს. გადამწყვეტ როლს თამაშობთ თქვენ ამომრჩეველი. ერთად გადავწყვიტოთ დღეს ვის გადავაბარებთ თბილისის მმართველობას ბოლო 4 წლის განმავლობაში და ერთად დავასრულოთ კორუმპირებული ხელისუფლება დედაქალაქში,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.