18 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
"გამჭვირვალობა საქართველომ" კადრები გამოაქვეყნა, სადაც „ოცნების“ წარმომადგენელი ამომრჩევლის სარეგისტრაციო ნომერს ინიშნავს

 „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველომ“ დღეს ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელიც საბურთალოს #21-ე საარჩევნო უბანზეა გადაღებული. კადრებში ისმის თუ როგორ ამბობს კომისიის თავმჯდომარე, რომ ამ წუთას ელაპარაკა „ქართულ ოცნების“ წარმომადგენელს, რომელმაც უთხრა, რომ რიგითი ნომრების შემოწმება პრობლემა არ არისო. საუბარია საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორების უკან მდგომ ადამიანებზე, რომლებიც ამომრჩევლის რიგით ნომერს ინიშნავენ. საბოლოოდ კი ისინი კედელზე გამოკრულ სიაში ეძებენ კონკრეტული ამომრჩევლის ვინაობას და ამის შედეგად იგებენ  თუ ვინ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და ვინ დარჩა მოსასვლელი.

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი დამკვირვებლებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე საუბრობს. ეკა გიგაურის თქმით საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახდენდა ამომრჩევლების იდენტიფიცირებას, ხოლო გამჭვირვალობის დამკვირვებლის შეკითხვებს კი მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„როდესაც ჩვენი დამკვირვებელი გამოვიდა საარჩევნო უბნიდან იგი კითხულობდა, ეკითხებოდა იქ უბანთან მყოფ ადამიანებს თუ რატომ აგროვებენ კონკრეტულ ინფორმაციას ამომრჩევლებზე  და ამის შემდეგ, ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს დამკვირვებელს და დაემუქრნენ,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. 

შემთხვევა სამგორის რაიონის #64-ე უბანში მოხდა. 

დღის ამბები