18 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
"ნაციონალრი მოძრაობაში" ვარაუდობენ, რომ აჭარის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ინფორმაციას სუს-ს აწვდის

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარაში 43 საჩივარი დაწერა. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესში აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების სამსახური. პარტიაში ამბობენ, რომ ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარე პირადად აწვდის სუს-ს ინფორმაციას რეგისტრატორებთან დაკავშირებით. ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ დაფიქსირდა ე.წ. საარჩევნო კარუსელის ფაქტებიც.

„საუბნო კომისიის თავმჯდომარეები საოლქო კომისიაში  აწვდიან ინფორმაციას თავმჯდომარეს კონკრეტულად რეგისტრატორების შესახებ. ეს ფაქტი ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ დაადასტურა. შემდგომ ეს ინფორმაცია ციალა შავაძისგან სავარაუდოდ მიდის სუს-ში,“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მირდატ ქამადაძემ.


საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს.  

„ეს არის აბსურდული განცხადება , რომელიც არის ძალიან დიდი სისულელე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ზემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიებისა ჩვენ უნდა გვქონდეს რა თქმა უნდა ინფორმაცია თუ რომელი კომისიის წევრი რა ფუნქციის მატარებელია და ჩვენ შესაბამისად ავსახავთ ამას ჩვენს ელექტრონულ მეილზე,“-განაცხადა ბათუმის #79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ. 

დღის ამბები