18 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
„ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩეველთა აღრიცხვას ახდენდნენ „კურიერის“ კამერის გამოჩენამ გააღიზიანა

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თელავის მე-6 საარჩევნო უბანზე. "კურიერის" კამერამ დააფიქსირა, რომ ქალბატონები ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ჟურნალისტის კითხვამ, თუ "რა სიები იყო ეს," ქალბატონები გააღიზიანა. კამერის გამოჩენამ მათში პროტესტი გამოიწვია. გარდა ამისა, ამ ქალბატონებიდან ერთ-ერთი, რომელიც საარჩევნო უბნის გარეთ იმყოფებოდა არის კომისიის კოორდინატორი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

ასეთივე ვითარება იყო ლაგოდეხის მე-18 საარჩევნო უბანზე. აქ ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. კამერის გამოჩენის შემდეგ პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს აგიტაციასა და ამომრჩევლების აღრიცხვაში.  

დღის ამბები