„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით თბილისში ე.წ. საარჩევნო კარუსელის შემთხვევები დაფიქსირდა.
გარდა ამისა ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით მხოლოდ ვაკის რაიონში ორ საათში დაფიქსირდა 3 შემთხვევა, როდესაც ერთი და იმავე საარჩევნო უბანზე სცადეს შესვლა ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ გაკეთებული მარკირება.
მისივე თქმით არსებობს ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ბოლნისის 23-ე ოლქში შემავალ მე-20 უბანში „ოცნების“ წარმომადგენელი მოსულ ამომრჩეველს ხვდება, მიჰყვება კაბინაში მდა მათ ნაცვლად ან მათთან ერთად ხაზავს 41-ს.
ზაზა ბიბილაშვილმა უბნებზე „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევეთლა აღრიცხვასთან დაკაშვშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკო-ს ამ უმძიმეს კანონდარღვევაზე რეაქცია არ ჰქონია.