ფოთში არჩევნების შედეგებს 4 ოპოზიციური პარტია აპროტესტებს და 31-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებით აქცია გუშინ გვიან ღამით საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა. შეკრებილები 31-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ყუთში 100 ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებდნენ.
პარტიები 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ფაქტზე დაუყონებლივ რეაგირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
საოლქო საარჩევნო კომისიაში კი, საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. განცხადებები დარღვევებზე ფოთში პარტიებმა პრიველადი კენჭისყრის დღესვე გააკეთეს.