18 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
ბელგიის ხელისუფლებამ ბელგია-ჰოლანდიის ქართულ ეპარქიას ბრიუსელში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი გადასცა

ბელგიის ხელისუფლებამ ბელგია-ჰოლანდიის ქართულ ეპარქიას ბრიუსელში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი გადასცა, რომელსაც წმინდა თამარ მეფის ქართული ეკლესია ერქმევა. ოთხმა ეპისკოპოსმა მრევლისთვის კვირას საზეიმო წირვა ჩაატარა.

ქათველი მორწმუნეები ბრიუსელში ბელგიის სხვადასხვა ქალაქებიდან და ჰოლანდიიდან ჩავიდნენ. წირვას დაესწრნენ საქართველოს ელჩები ნატოსა და ევროკავშორშიც.

ამიერიდან ქართული ეკლესია ბრიუსელში სრულფასოვნად იფუნქციონირებს და წირვა-ლოცვა ყოველ კვირა დღეს ჩატარდება

დღის ამბები