18 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ავარიის შედეგად დაშავებული ფეხბურთელი თამაშის გაგრძელებს რამდენიმე თვეში შეძლებს

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. ექიმების პროგნოზით დაშავებული ფეხბურთელი, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს მიღებული, თამაშის გაგრძელებას რამდენიმე თვეში შეძლებს.

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტი იმყოფება პოსტოპერაციულ პალატაში, თავს გრძნობს კარგად. ხვალ გაეწერება ამბოლატორიულ მკურნალობაზე,“ - განაცხადა ტრავმატოლოგმა დავით ზაქრაძემ.

საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" კუთვნილი მიკროავტობუსი ხაშურთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტობუსში კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომელებიც გასვლითი მატჩიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

„რომ გადმოვედით მანქანიდან და შევხედეთ მანქანას, მეტი არაფერზე იყო ფიქრი, მთავარი იყო, რომ გადავრჩით. დასანანია, რომ ასეთი ტრავმა მოუვიდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში უკვე ყველა იმით ვიყავით კმაყოფილი, რომ სიცოცხლე შევინარჩუნეთ,“ - განაცხადა საჩხერის ”ჩიხურას” ფეხბურთელმა ბაჩანა ცხადაძემ. 

დღის ამბები