18 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
ორად გაყოფილი კოლექტივი - თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში პროტესტი არ წყდება

67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები პროტესტის უკიდურესი ზომებისთვის ემზადებიან. აქციები იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ სკოლის მოქმედ დირექტორს თანამდებობას დაატოვებინებენ. ამ შემთხვევაში მოსწავლეების ნაწილი სკოლაში აღარ მივა, მშობლები კი სკოლის კარის აჭედვით იმუქრებიან.

სკოლაში განათლების სამინისტროს დასკვნას ელოდებიან. ჯეჯელავას უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, გაათავისუფლებს თუ არა თანამდებობიდან 67-ე საჯარო სკოლის დირექტორს. მარიამ თავართქილაძის საქმიანობა სამინისტროს აუდიტის სამსახურმა უკვე შეისწავლა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ თავართქილაძემ სკოლა უნდა დატოვოს, თუმცა ამას ოფიციალურად სამინისტროში მხოლოდ ხვალ იტყვიან.

67-ე საჯარო სკოლაში კოლექტივი ორად არის გაყოფილი. მარიამ თავართქილაძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ მასწავლებლების ნაწილი პროტესტის ნიშნად სკოლიდან წასვლას აპირებს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოქმედი დირექტორი თანამდებობაზე დარჩება.

დასკვნაში, რომელიც ხვალ უნდა გასაჯაროვდეს, „კურიერის“ ინფორმაციით ბევრი დარღვევაა.

გარდა ამისა, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელი დოდო კეზუა შესაძლოა პასუხისგებაში მისცენ. დოდო კეზუას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. მან ჩვენება უნდა მისცეს საქმეზე, სცემა თუ არა მოსწავლე გაკვეთილზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები