19 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
პირველი კონცერტი 7 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ - ჯონ მაუსი ქართველ მსმენელს შეხვდება

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ექსტრაორდინალურ შემსრულებლად აღიარებული მუსიკოსი თბილისში ჩამოდის. 7-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ეს მისი პირველი კონცერტი იქნება. ჯონ მაუსი ქართველ მსმენელს ხვალ SPACEHALL-ში შეხვდება.

იმის გარდა რომ მაუსმა საკუთარი მუსიკითა და გამოსვლებით თავი უკვე მრავალი წელია დაიმკვიდრა, ბევრისთვის ის საინტერესოა როგორც პოეტი და პოლიტიკის ფილოსოფიის დოქტორი.

ჯონ მაუსი საქართველოში ახალი პროგრამით წარსდგება. 2011 წელს ბოლო წარმატებული ალბომის გამოშვების შემდეგ მუსიკოსმა 7-წლიანი შემოქმედებითი პაუზა აიღო.

ჯონ მაუსი თბილისურ კონცერტზე მის ძველ და ცნობილ სიმღერებსაც შეასრულებს. ამერიკელი მუსიკოსი საქართველოში სულ სამი დღე დარჩება.

დღის ამბები