18 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან დაღუპული წვევამდელი ექსპერტიზის ბიუროდან აბაშაში გადაასვენეს

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაღუპული ახალგაზრდა ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან აბაშაში გადაასვენეს. მშობლების სახლამდე გარდაცვლილი 19 წლის ბექა რუსია პოლიციამ და სამხედროებმა მიაცილეს.

ოჯახს მიუსამძიმრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და შემთხვევის საფუძვლიან გამოძიებას დაპირდა. მისი განმარტებით, ახალგაზრდა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მსახურს 16 დღეში ასრულებდა, ვადიანი სამხედრო მოსამსახურე იყო და საოკუპაციო ზოლთან საგუშაგოზე მის ყოფნას კანონი არ კრძალავდა.

სავარაუდოდ უბედური შემთხვევა სოფელ მუჟავაში გუშინ მოხდა. ბექა რუსიას, წინასწარი ინფორმაციით, სამხედრომ ცვლის გადაბარებისას შემთხვევით სახის არეში დაჭრა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები