2 ადამიანი დაშავდა ავტო საგზაო შემთხვევის დროს ქუთაისში. პარლამენტის მიმდენარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის მუხლით დაიწყო.