არასამთავრობო სექტორში დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე, სამხრე კამერების ჩანაწერის სრულად გასაჯაროებას ითხოვენ. სამოქალაქო სექტორი სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს და შსს-ს გარდაცვლილის დისკრედიტირების მცდელობაში სდებს ბრალს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მიუთითებენ ასევე უწყების სტიგმატურ დამოკიდებულებაზე ნარკომოხმარების მიმართ.
გამოძიების გაჭიანურების შეთხვევაში, "თეთრი ხმაურის" მოძრაობა აქციების გამართვას გეგმავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომ ხელს აფარებს საკუთარ წარმომადგენლებს, საკუთარ თანამშრომლებს. ჩვენ ველოდებით ვიდეო ჩანაწერს, იმ შემთხვევაში თუკი ჩანაწერი არ გავრცელდება, ეს იქნება ფაქტობრივად დადასტურება იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც ამ ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულები არიან პოლიციელები და შესაბამისად, რეაქციაც საზოგადოებისგან იქნება მკაცრი,“ - განაცხადა მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა.