18 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალება - ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 33 წლის პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების გამო - საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. ნუცუბიძის მეოთხე მიკრო რაიონში მომხდარი ტრაგედია ოპოზიციის განცხადებით, სისტემური პრობლემის შედეგია.

მმართველი გუნდი კი, პატრულის მხრიდან ძალის გადამეტებას გამორიცხავს და მომხდარს უბედურ შემთხვევად აფასებს. 

”რა თქმა უნდა, ადამიანის გარდაცვალება არის უდიდესი ტრაგედია და მტკიცების ტვირთი ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივად აკისრია პოლიციას. შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი მღებრიშვილი მას შემდგ, რაც არის მინისტრი, არასდროს არ ყოფილა პარლამენტში. ჩვენ ის დავიბარეთ უმცირესობის ფორმატში, ძალიან ბევრ უმწვავეს საკითხზე პასუხების გასაცემად და რა თქმა უნდა, თუ აქვს თავისი სიმართლე და არგუმენტები, უნდა წარმოადგინოს საპარლამენტო ფორმატში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის კოტე იოსელიანის თქმით, მღებრიშვილმა ქართველ პოლიციელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.

“შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გამოცხადდეს პარლამენტში, მან უნდა გასცეს ყველა მწვავე შეკითხვას პასუხი, ბოდიში მოიხადოს, დაწეროს განცხადება და წავიდეს და მერე კიდევ ერთხელ მოუხადოს თითოეულ ქართველ პოლიციელს ბოდიში იმ მავნებლობისთვის, რაც მან მიაყენა ქართულ პოლიციას,“ - აღნიშნა იოსელიანმა.

დღის ამბები