18 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ხმაური სასამართლო პროცესზე - საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეზე გადაწყვეტილება 9 ნოემბერს გამოცხადდება

ხმაური იყო დღეს საქალაქო სასამართლოში. საკრებულოსთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულებულია. მოსამართლემ სამი ბრალდებული პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. 

გადაწყვეტილება მომდევნო პროცესზე, 9 ნოემბერს გამოცხადდება. დღეს ბრალდების მხარემ, ის მტკიცებულებები წარადგინა, სადაც სამართალდამცველების შეფასებით, აქციის მონაწილეების მხრიდან ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა იკვეთება.

ბრალდებულები კი თვლიან, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ამტკიცებს მათ ბრალეულობას. 

“ძალიან კარგად იღებდა სუს-ი საკრებულოს ფანჯრებიდან, იმ კადრებში ჩანს ყველაფერი და ვთხოვე, რომ წარმოადგინონ მათი ჩანაწერები, რაზეც გვითხრეს, რომ ხელი არ მიუწვდებათ მსგავსი ჩანაწერების მიმართ. იცით რატომ არ წარმოადგენენ მსგავს ჩანაწერებს? იმიტომ, რომ ყველა მსგავს ჩანაწერში ძალიან კარგად ჩანს თუ თვითონ სამართალდამცველები, როგორ არღვევენ კანონს. ჩვენ კანონს არსად ვარღვევთ,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ გაზდელიანმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის კოტე იოსელიანის თქმით, ვერ მოხერხდა იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელი მუხლის საფუძველზეც ის დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რეალურად ვერ წარადგინა ვერანაირი მტკიცებულება, სადაც შეიძლებოდა გამოჩენილიყო იმ მუხლის განხორციელება, რის საფუძველზეც მე დამაკავეს და თავიდანვე ვამბობდი, რომ დამაკავეს უკანონოდ. აქ რაც ხდება, არის აბსურდი,“ - აღნიშნა იოსელიანმა.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კი, სასამართლო განმარტებების და განცხადებების გარეშე დატოვე.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე პატრულის თანამშრომლებმა 14 პირი დააკავეს. ისინი აპროტესტებდნენ საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცა.

დღის ამბები