18 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
"სჯობდა უფრო მეტი ემსჯელა მის მიერ გამოტანილ განაჩენზე"- მიხეილ რამიშვილის ციანიდის საქმის მოსამართლეს პასუხობს

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხელ რამიშვილი, ციანიდის საქმის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის განცხადებას პასუხობს. ბესიკ ბუგიანიშვილი დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მისცა დაცვის მხარე პროკურატურას ჩვენება და მისი თქმით, აქედან დასკვნა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს.

მიხეილ რამიშვილი კი აღნიშნავს, მომასამართლე ირიბად მიუთითებს, რომ სწორედ დაცვის მხარემ გაასაჯაროვა დახურული სხდომის ოქმი, რასაც ის აბსურდს უწოდებს.  

“ირიბი მითითება, რომ ვითომდა მაინც და მაინც ადვოკატების მხრიდან უნდა ყოფილიყო ეს გასაჯაროებული, ეს ცოტა აბსურდია და მე მიმაჩნია, რომ მაგაზე მსჯელობას სჯობდა, უფრო მეტი ემსჯელა მის მიერ გამოტანილ განაჩენზე. ჩვენების არ მიცემა იმას არ ნიშნავს, რომ ირიბად, როგორც ბატონი ბესიკი საუბრობს, თითქოს და ჩვენ გაგვისაჯაროვებია,“- განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გამოძიება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული იმ სიუჟეტის შემდეგ დაიწყო, სადაც შორენა თეთრუაშვილის სასამართლოზე ჩვენების ჩანაწერი გავიდა. 

დღის ამბები