18 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
თბილისი მდგარდი განვითარების მიზნების შესახებ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე თბილისი, მდგარდი განვითარების მიზნების შესახებ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. მასში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს 20 ქვეყნის, 120 წარმომადგენელი შეიკრიბება. ფორუმზე ყურადღება მსოფლიო ქვეყნების წარმატებებსა და გამოწვევებს, მათ შორის ღია მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის, კონფლიქტების მოგვარებისა და სახელმწიფო სერვისებში ინოვაციის დანერგვის საკითხებს დაეთმობა. მსგავსი ფორმატის ფორუმი პირველად, ნიუ-იორკში 2016 წლის გაიმართა. 

“მდგრადი განვითარების მიზნებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. უნდა დავრწმუნდეთ, რომ განვითარების გეგმა საქართველოში ყველას მოუტანს სარგებელს. ამისთვის საჭიროა, რომ ეს გეგმა მოიცავდეს ყველა ასპექტს, მათ შორის განათლებას, ჯანდაცვას, დასაქმებას, გარემოს დაცვასა და ასე შემდეგ. ფორუმის თბილისში ჩატარება იმ მიზეზით გადაწყდა, რომ საქართველომ კარგი მმართველობის კუთხით, რომელიც თავის თავად კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობისა და კორუფციასთან ბრძოლას მოიცავს, ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს პროგრესი არ არის მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების დამსახურება- ეს ქართველი ხალხის მიღწევაა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მომავალში იქნება გაცილებით უფრო მეტი გამჭვირვალობა ხელისუფლების საქმიანობაში,“ - განაცხადა გაეროს კოორდინატორმა და საქართველოში განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმა.

დღის ამბები