18 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულები მთავარ პროკურორთა შეხვედრას ითხოვენ

"საფინანსო კომპანია საქართველოს" დაზარალებულები თბილისის პროკურატურასთან შეიკრიბნენ. ისინი მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ კი, 4 დაზარალებული ადამიანი შეიყვანეს პროკურატურაში და ისინი ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ, თუმცა შენობიდან უკმაყოფილოები გამოვიდნენ და აცხადებენ, რომ მისგან დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღეს. 

დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ კახა კალაძე დახმარებას დაჰპირდა. 

საფინანსო კომპანიის დაზარალებული მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ ირაკლი შოთაძეს არ შეხვდებიან.

დაზარალებულები დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მძიმე პირობებში არიან.

 

დღის ამბები