18 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
გისურვებთ, დარჩეთ ტელეარხად, რომელიც ხელისუფლებას ყოველთვის აკრიტიკებს - ბორის ნემცოვის შვილის ინტერვიუ "კურიერს"

ბორის ნემცოვის შვილი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესს თბილისში ჟურნალისტის თვალით აკვირდებოდა.

ჟანა ნემცოვამ მამის მკვლელობის შემდეგ მოსკოვი დატოვა და საცხოვრებლად გერმანიაში წავიდა.

კურიერთან ინტერვიუს დროს ბორის ნემცოვის შვილი ამბობს, რომ დღეს მისთვის რუსეთში ცხოვრება უსაფრთხო არ არის.

„მე ვერ დაბრუნდები რუსეთში, რადგან იქ არა მარტო მე, არცერთ დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანს არა აქვს უსაფრთხოების გარანტია. საფრთხეში არიან ისინი, ვისაც ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი აქვთ, ამას გარდა მე იქ პროფესიონალურად ვერ განვვითარდები, იქ მედია რა დღეშია ხედავთ, რუსეთში არცერთი მძლავრი დამოუკიდებელი ტელეარხი არ არის,“ - განაცხადა ჟანა ნემცოვამ.

მიუხედავად იმისა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ხუთი ადამიანის დააკავეს, ჟანა ნემცოვას აზრით, საქმე გამოუძიებელია და საბრალდებო სკამზე არ სხედან ადამიანები, ვინც რუსული ოპოზიციის ლიდერის მკვლელობა დაუკვეთა. ჟანა ნემცოვას შეხედულებით, მკვლელებს ხელს რუსეთის ხელისუფლება აფარებს.

ჟანა ნემცოვა, რომელიც ახლა გერმანული ტელეარხ დოიჩე ველეს ჟურნალისტია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შეფასებისას ამბობს, რომ ყველაზე დიდი შეცდომა აგვისტოს ომი იყო.

ჟანა ნემცოვამ რუსთავი2-ის საქის დეტალებიც იცის. მისი თქმით, დემოკრატიის განვითარებისთვის კრიტიკულ მედიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„გისურვებთ, რომ დარჩეთ ისეთ ტელეარხად, რომელიც ყოველთვის აკრიტიკებს მოქმედ ხელისუფლებას,“ - აღნიშნა ჟანა ნემცოვამ. 

დღის ამბები