18 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
დაპირისპირება დუმასტურის სკოლის დირექტორსა და მოსწავლეების მშობლებს შორის

პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს ორი მოსწავლის მშობელი ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებს. 

მამუკა ალდამოვი ამბობს, რომ მისი ორი შვილის შევიწროება მასწავლებლებმა და დირექტორმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან სკოლაში არსებულ ცუდ პირობებზე დაიჩივლა.

მამუკა ალდამოვის თქმით, ამის შემდეგ მის შვილებს მასწავლებლები დაბალ ქულებს უწერენ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მომზადებულები მიდიან.

ალდამოვების ოჯახმა, პროტესტის ნიშნად, მოსწავლეების სკოლაში გაშვებაზე უარი თქვეს. უკვე 43 დღეა, ბავშვები სახლის პირობებში მეცადინეობენ.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს სკოლის დირექტორი, რომელიც ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ბავშვებს სახლში ცუდი ნიშნებისთვის სჯიან, ამის გამო ბავშვები ცრუ ისტორიებს იგონებენ.  

რუსუდან ბორჩაშვილი აცხადებს  იმასაც, რომ მშობლებმა საკუთარ ორ შვილს განათლების მიღება იმის გამო შეუზღუდეს, რომ ქვეყნიდან წასვლას გეგმავენ. 

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები