18 ნოემბერი 2024,   10:03
ვრცლად
"კიდევ მოჰყვება მერე უფრო უარესი დაპირისპირება საზოგადოებაში" - დეკანოზი დავით ისაკაძე "ქართული მარშის" აქციაზე იმყოფებოდა 

„ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან გაიმართა, სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. 

აქციაზე ყოფნის მიზეზად ერთ-ერთმა მათგანმა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ლგბტ თემის პროპაგანდა დაასახელა.

დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ლგბტ თემის პროპაგანდას ეწევა.  

ე.წ.  "ქართული მარშის" წევრები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტნის სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას ტრანსფარანტებით და მაშხალებით აპროტესტებდნენ.

„რა არის ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია, რომ ლგბტ ცნობიერებას დაუჭიროს მხარი თუ ქართული ფეხბურთის საქმე აკეთონ საქართველოში, რომელიც კატასტროფის წინაშეა. კიდევ მოჰყვება მერე უფრო უარესი დაპირისპირება საზოგადოებაში, რაც არ არის სასიამოვნო, სასიხარულო და მისასალმებელი. იმის მაგივრად რომ ეს ცოდვა დაიგმოს პირიქით ხდება მხარდაჭერა და რეკლამირება ამ ცოდვის,“-განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები