სოფელ ახმაჯთან ორი დღის წინ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორი 20 წლის გიორგი შუკაკიძემ და 42 წლის ჯონი თათარაშვილმა ჯარიმის გადახდის შედეგ დატოვეს.
მოგვიანებით ისინი შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტში დაკითხეს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრები მამაკაცები რუსმა ოკუპანტებმა 29 ოქტომბერს ტყეში დააკავეს, სადაც ისინი შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასული.