18 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
საქართველოს მასშტაბით დღეიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები მოქმედებს

საქართველოს მასშტაბით დღეიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები მოქმედებს. ვიდეოჯარიმები სანქციებს ავტომატურად 5 დარღვევაზე გამოწერენ.

მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე, წითელზე გავლასა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობაზე.

სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით ავტომატურ რეჟიმში ეცნობება.

პარალელურად, დღესვე ძალაში შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.

„თუკი სმს შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში მძღოლი გადაიხდის ვიდეოჯარიმის თანხას, ამ შემთხვევაში ჯარიმას აკლდება 20%. სხვა სტანდარტულ შემთხვევებში კონკრეტულ ფაქტობრივ მისამართზე იგზავნება ვიდეო ჯარიმა. თუკი მეორე ჯერზეც ვერ მოხერხდა ვიდე ჯარიმის ჩაბარება, ამ შემთხვევაში უკვე სამინისტრო იტოვებს უფლებამოსილებას, რომ ეს ვიდეოჯარიმა ატვირთოს შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე,“-აცხადებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორი გიორგი არსოშვილი.

დღის ამბები