18 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
სოლოლაკში მომხდარი დაჭრის საქმე - იურა რაზგოევის ადვოკატი ახლადაღმოჩენილ მტკიცებულებებზე საუბრობს

სოლოლაკში ორი კვირის წინ მომხდარ დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის, იურა რაზგოევის ინტერესების დამცველი ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებებზე საუბრობს.

ადვოკატის თქმით, მოპოვებულია კამერის ჩანაწერები, რომელიც რაზგოევის უდანაშაულობას ამტკიცებს.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ ვიდეომასალა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს ადასტურებს, რომ რაზგოევი შემთხვევის ადგილზე მხოლოდ სროლის შემდეგ მივიდა. ადვოკატი ჩანაწერის გადაცემას პროკურატურისთვის აპირებს.

იურა რაზგოევს გუშინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასწარ პატიმრობას ადვოკატი, სავარაუდოდ დღეს გაასაჩივრებს.

„იმ შემთხვევაში თუ გავიზიარებთ ბრალდების მოწმეების ჩვენებას, იური რაზგოევი შემთხვევის ადგილას უკვე აღარ უნდა ყოფილიყო, რამდენიმე წუთი როცა გავიდა. მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ მტკიცებულება, ვიდეო ჩანაწერში 20 რიცხვი როცა იწყება, ჩანს იურა რაზგოევი კადრზე. არ არის იმ ჩაცმულობით, როგორიც აღწერა მოწმემ, არის ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას, როგორც აღწერეს მისმა მეგობრებმა. ანუ ეს გვაძლევს სრულ სურათს იმისას რომ იურა რაზგოევის არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ამ დაჭრაში,“-აცხადებს ადვოკატი დავით დადიანი.

დღის ამბები