18 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო

ესტონეთის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო.

ილია მეორემ კერსტი კალიუ-ლაიდის საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

პატრიარქის თქმით, ტერიტორიების 20 % დაპყრობილია და იმედოვნებს, რომ ეს გამოსწორდება.

ესტონეთის პრეზიდენტმა პატრიარქს აღსაყდრების 40 წლის საიუბილეო თარიღი მიულოცა და საჩუქრად ერთ-ერთი ესტონელი კომპოზიტორის მუსიკალური ნაწარმოების დისკი გადასცა.

დღის ამბები