ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ დირექტორის, ანი მურვანიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
საქმე ეხება ორი დღის წინ „სალვუს დეველოპმენტის“ ცენტრალურ ოფისში კომპანიის ხელმძღვანელობასა და ობიექტის მობინადრეს შორის მომხდარ ინციდენტს, სადაც პროკურორ ბექა ეჟიშვილის ძმა მონაწილეობდა.
საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვამდე შესვლამდე ანი მურვანიძემ განაცხადა, რომ დავით ეჟიშვილის ბრალდება, რომ კომპანიის მფლობელს იარაღით ემუქრებოდა, ტყუილია.
„ვაპირებ სიმართლის თქმას. რასაც მეორე მხარე ამტკიცებს, ჩვენი და სხვა მოწმეების მხრიდან დამტკიცდა კიდეც, რომ სიცრუე იყო,“- განაცხადა ანი მურვანიძემ.
ავტორი: თაკო სურგულაძე.