18 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
ახალი მტკიცებულებები იურა რაზგოევის საქმეში - ადვოკატმა ვიდეოჩანაწერების მტკიცებულებად მიღებას ითხოვს 

სოლოლაკში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ბრალდებით დაკავებული პირი, დანაშაულის მომენტში შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბრალდებულ იურა რაზგოევის ინტერესების დამცველი ახლადაღმოჩენილ მტკიცებულებებზე საუბრობს და სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

დაცვის მხარემ მაჩაბლის 9 ნომერში მდებარე ერთ-ერთი სალონთან დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები ამოიღო.

ადვოკატის მტკიცებით, ვიდეომასალა სრულად აბათილებს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მოწმეების ჩვენებას, რადგან  მისი თქმით, კადრებში ჩანს, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ სროლის შემდეგ მივიდა და არც ტერიტორიიდან გაქცეულა, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს.

კადრებში ჩანს რომ დაკავებული იურა რაზგოევი, რომელსაც მირზოევის დაჭრა ედება ბრალად, დედასთან ერთად იმყოფებოდა. ადვოკატმა დავით დადიანმა ჩანაწერები უკვე წარუდგინა გამოძიებას მან სასამართლოსაც მიმართა. უფლებადამცველი ჩანაწერების მტკიცებულებად მიღებას და დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს. 

დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ადასტურებენ რაზგოევის მეგობრებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები