18 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
"გიორგი სოზაშვილმა მითხრა, რომ დამხვრეტდა და სამუდამოდ დამადუმებდა"- დავით ეჟიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება დავით ეჟიშვილის მეუღლე, რომელიც „სალვუს დეველომპენტის“ ცენტრალურ ოფისში მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი თვითმხილველია. თავად დავით ეჟიშვილი კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

დავით ეჟიშვილი კომპანიის „სალვუს დეველომპენტის“ დამფუძნებელს, გიორგი სოზაშვილს იარაღით მუქარაში ადანაშაულებს.

კითხვაზე, ინციდენტის დროს აპელირებდა თუ არა ის პროკურორი ძმით, ბექა ეჟიშვილით, დავით ეჟიშვილმა აღნიშნა, რომ მან ძმას მხოლოდ დასახმარებლად დაურეკა და პროკურორი ამის შემდეგ მივიდა ადგილზე.

„ამ ადამიანმა, ბატონმა გიორგი სოზაშვილმა, ჩემზე მუქარა განახორციელა, მითხრა, რომ დამხვრეტდა. გამიყვანა გვერდზე ე.წ. ხელკავით და მეუბნება, რომ სამუდამოდ დაგადუმებო. შემდეგ ჩემ ძმასაც დაემუქრა. როდესაც ჩემი ძმა მოვიდა, მოითხოვა, რომ სად არის ბატონი გიორგი, რომ გავესაუბრო, მიუთითეს კაბინეტისგან, საიდანაც ბატონმა გიორგიმ შიშველმა ასე მიუთითა: შემოდი ბიჭო, აქეთო. ჩემი ძმა გამოვიდა გაფითრებული, გაკვირვებული, რომ ეს ადამიანი ჩემზეც ახდენდა მუქარასო,“- განაცხადა დავით ეჟიშვილმა. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები