ბიორკი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში - მომღერალმა მსმენელს საქართველოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით უახლესი, ყველაზე პერსონალური და გულწრფელი ალბომი წარუდგინა. ისლანდიელი მომღერალი თბილისში 12-კაციან გუნდთან ერთად ჩამოვიდა, მათ შორის არის ჯეიმს მერი, გენიალური ბრიტანელი დიზაინერი და ხელოვანი, რომელიც მუსიკოსთან 2009 წლიდან თანამშრომლობს. ბიორკთან ერთად ნიკოლოზ რაჭველიც მუშაობდა.
კონცერტის მიმდინარეობისას ყოველი სიმღერის დასრულების შემდეგ ბიორკი მსმენელს ქართულ ენაზე უხდიდა მადლობას. შემდეგი კონცერტი უკვე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 3 ნოემბერს გაიმართება.
ავტორი: დავით აბრამიშვილი.