თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მათ შორის არის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, რომელთან მიმართებაშიც კახა კალაძის თქმით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოთქვეს.
ასევე, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მეტროს სარეაბილიტაციოდ თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით.