ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი ”თბილისური აისი” დაიწყო. წელს კონკურსში სხვადსხვა ქვეყნის 50-მდე ახალგაზრდის მიერ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია წარმოდგენილი.
ფესტივალის ფარგლებში, სტუმრები ქართველ კინემატოგრაფისტებს შეხვდებიან, გაიმართება მასტერკლასებიც.
სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს ჟიური 5 ნოემბერს გამოავლენს.