18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
სოლოლაკში დაჭრილის ოჯახი სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს - პოლიციამ საქმეში ვიდეო მტკიცებულება არ ჩადო

სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე დაჭრილი თემურ მირზოევის ოჯახი სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს. დაზარალებულის ბებია ყვება, რომ პოლიცია მის შვილიშვილს ემუქრებოდა, თუ შეირაღებულ თავდასხმაში იური რაზგოევს არ დაადანაშაულებდა, მაშინ მას იარაღს და ხელყუმბარას ჩაუდებდნენ და დააკავებდნენ.

19 ოქტომბერს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ, სამართალდამცველებმა იური რაზგოევი დააკავეს და ბრალი წაუყენეს, თუმცა პოლიციამ საქმეში შემთხვევის ადგილას დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერები არ ჩადო.

კადრები „კურიერმა“ მოიპვა. ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ბრალდებულს სულ სხვა ტანსაცმელი აცვია. ჩვენების მიხედვით, დამნაშავეს შავი „კაპიშონიანი“ ქურთუკი ეცვა და სროლის შემდეგ, მაჩაბლის ქუჩიდან ასათიანის ქუჩის მიმართულებით გაიქცა. კადრებში კი ჩანს, რომ ამ დროს ბრალდებული დაზარალებული თემურ მირზოევის ოჯახის წევრებთან, ადგილზე იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები