18 ნოემბერი 2024,   10:02
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები - „სამართლიანი არჩევნები“ შუალედურ ანგარიშს წარადგენს

„სამართლიანი არჩევნები“ დღეს შუალედურ ანგარიშს წარადგენს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 21 ოქტომბრის კენჭისყრაზე ახალი პრობლემური ტენდენცია გამოვლინდა, რაც ყველა სახის დარღვევაზე ერთგვაროვან რეაგირებაში გამოიხატებოდა.

„სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ ყველა შემთხვევაში მხოლოდ ახსნა-განმრტებები იწერებოდა.

„მთავარი ტენდენცია, რაც იკვეთება და რაც იკვეთება და რაც პრობლემურია განსაკუთრებით წელს, ეს არის ახსნა-განმარტებების გამოყენება. მიიჩნევა, რომ ამ ახსნა-განმარტებების შედეგად დარღვევა აღმოფხვრილია, რაც არ არის სწორი. მნიშვნელოვანია არის ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ ეცადოს, რომ სხვადასხვა არგუმენტებით აირიდოს პასუხისმგებლობა და აარიდოს პასუხისმგებლობა საუბნო კომისიის წევრებს,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები