18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა - საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 

უკრაინელი სამართალდამცველების მიერ მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსი, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს. 

უწყების ცნობით, მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა. 

მეგის ქარდავას საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი აქვს ოთხი გამამტყუნებელი განაჩენი. კერძოდ მსჯავრდებულია  ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა წამების საქმეზე, ე.წ. კასრების საქმეზე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. 

ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება მეგის ქარდავას  ბრალდებისსისხლის სამართლის ხუთი საქმე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები