გავრცელებული ინფორმაციით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სეპარატისტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს შიდა ქართლში. ეს გენადი ბესტაევის დაკავების უკვე მესამე შემთხვევაა და ოსური სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით უკვე დაწყებულია მუშაობა ბესტაევის გასათავისუფლებლად.
“დეფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით ამ ადამიანს მიესაჯა უკანონოდ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობს, რომ ამ ადამიანის გათავისუფლება მოხდეს უმოკლეს ვადებში,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.