18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. კერსტი კალიულაიდიმ საჯარო ლექცია წაიკითხა 1990 წლიდან დღემდე ესტონეთში, ეკონომიკისა და განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ლექცია ეხებოდა ესტონურ გამოცდილებას, თუ როგორ გაიარა ესტონეთმა გზა საბჭოთა წარსულიდან, როგორ გახდა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნა,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ.

დღის ამბები