ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი და მისი მამა, აფხაზეთის ომის დროს დაღუპული ბადრი გზირიშვილი.
მამა-შვილის ნეშტები ტაძარში, 31 აგვისტოს, რუსთავის სასაფლაოდან გადმოასვენეს. ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა.
გარდაცვალების შემდეგ, ჯარისკაცს გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.